Jobs.GE



დასახელება: ახალგაზრდული პროექტი - ბრიუსელი
მომწოდებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ევროკავშირის უმაღლეს უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში გიწვევთ ექსკლუზიურ პროექტში ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომელსაც უმასპინძლებს ევროპის პარლამენტი და ევროპის კომისია ბელგიაში, ბრიუსელში.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ინტერაქციული სალექციო კურსი შემდეგ თემებზე:

1. რა არის ევროპის კავშირი, როგორ და რატომ შეიქმნა იგი?
2. როგორ მუშაობს ევროპის კავშირი? რა არის მისი ძირითადი ინსტიტუტები? ევროპის კომისიის, ევროპის პარლამენტი, ევროკავშირის საბჭო;
3. როგორ დაიწყო და ვითარდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები?
4. თანამშრომლობის პერსპექტივები - გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი?
5. სწავლის და პროფესიული გამოცდილების რა შესაძლებლობები აქვთ ქართველ ახალგაზრდებს ევროპის კავშირში?

პროექტის სპიკერებად მოწვეულნი არიან ევროპის კავშირის წარმომადგენლები.

გარდა სალექციო ნაწილისა, მონაწილეებისთვის სპეციალურად დაგეგმილია შეხვედრები შემდეგ ინსტიტუციებში: ევროპის რეგიონების კომიტეტი - შეხვედრის დროს განხილული იქნება ინსტიტუტის საქმიანობა და მისი ურთიერთობა საქართველოსთან;

ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური (European External Action Service)- შეხვედრის დროს განხილული იქნება თუ როგორ გეგმავს ევროკავშირი საგარეო პოლიტიკას, როგორ ხორციელდება ეს პოლიტიკა და რა ურთიერთობები არსებობს საქართველოსთან;

ევროპის პარლამენტი - მონაწილეები შეხვდებიან ევროპის პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ისაუბრებენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მოსწავლეებისათვის საინტერესო სხვა საკითხებზე; გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმი.

სასწავლო ვიზიტის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ევროპის პარლამენტის სერთიფიკატებს;

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიეთ საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტებს.

** სამუშაო ენა - ინგლისური
** პროექტის განხორციელების პერიოდი - 2018 წლის თებერვალი
** ხანგრძლივობა - 5 დღე
** პროგრამაში მონაწილეობის საფასური - €880

საფასური ფარავს შემდეგ ხარჯებს:

** ავიაბილეთები (2 გზა)
** საცხოვრებელი (საუზმით)
** აეროპორტის ტრანსფერი
** ექსკურსია
** სამოგზაურო დაზღვევა
** პროექტში მონაწილეობა და ევროპარლამენტის სერტიფიკატი
** ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლება

მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება 2 ეტაპად:

I ეტაპი: აპლიკაციების გადარჩევა;
II ეტაპი: გასაუბრება.

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/DBMw2t

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფეისბუქის საშუალებით ან დაგვირეკოთ: +995 (32) 2 238 234.

"ევროპის აკადემიური ცენტრი" - საერთაშორისო და ადგილობრივი სასწავლო პროექტების ორგანიზებას ახდენს 10 წელია.

მის.: კოსტავას 67



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი