Jobs.GE



დასახელება: ექიმი-უროლოგი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 23 თებ

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ექიმი-უროლოგის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო საქმიანობის წარმოება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში
** სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობა

კვალიფიკაცია და მოთხოვნები უნარ-ჩვევებზე:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

დასაქმებულს საშუალება ექნება იმუშავოს დარგის წამყვან სპეციალისტებთან, უროლოგიაში არსებული თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

უპირატესობა მიენიჭება რეკომენდაციების მქონე აპლიკანტს. შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tkopaleishvili@mmt.ge 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.

თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საპირისპირო შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი