Jobs.GE



დასახელება: მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: თბილისის ღია უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 23 თებ

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

პროგრამის ხელმძღვანელის მიმართ დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) მედიცინის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) 5 წლის კლინიკური გამოცდილება;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ";
ბ) "ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბერის №120/ნ ბრძანება;
გ) "საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;
დ) მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის ცოდნა
ე) ინტეგრირებული კურიკულუმის შემუშავების მეთოდოლოგიის ცოდნა
ვ) OSCE - ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდის წარმართვის მეთოდოლოგია
ზ) საგანმანათლებლო პროგრამების და დარგობრივი სტანდარტების შემუშავების შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@openuni.edu.ge აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს:

ა) განცხადება
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
გ) ავტობიოგრაფია (CV).

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

ა) განცხადებების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.

ასევე, განაცხადი მიიღება მისამართზე: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქ. #2 , მე-3 სართული, ოთახი #301 (კანცელარია).



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი