Jobs.GE



დასახელება: სტატისტიკოსი
მომწოდებელი: გაგუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ

შპს "გაგუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას სტატისტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტატისტიკური დოკუმენტაციის შევსება;
** კომპლექსურ მონაცემებზე სტატისტიკური მეთოდოლოგიის მორგებაში მონაწილეობის მიღება;
** პროგნოზების გასაკეთებლად სტატისტიკური მონაცემების გამოყენება;
** დაწესებულების სტატისტიკური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება (წლიური, კვარტლური და თვიური);
** შედეგების შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
** სხვა ტიპის ანალიტიკური და სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო ან ფინანსური მიმართულებით;
** სასურველია ფინანსური მონაცემების დამუშავების გამოცდილება;
** პრიორიტეტულია კლინიკაში მუშაობის გამოცდილება ნებისმიერი ადმინისტრაციული და/ან კლინიკური მიმართულებით
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პოგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gaguaclinic.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება: "სტატისტიკოსი".



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი