Jobs.GE



დასახელება: გაყიდვის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: გლობალ ერთი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ

სატელეკომუნიკაციო კომპანია - ს.ს. "გლობალ ერთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის მაღალგანვითარებული უნარი;
** კეთილსინდისიერება, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა.
** კარგი პრეზენტაციის უნარი;
** ორიენტაცია გაყიდვების მუდმივ ზრდაზე;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვის სფეროში (სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში - სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურება)
** სასურველია ავტომანქანისა და მართვის მოწმობის ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა,
** პროექტების განხორციელება
** ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურების ეფექტური გაყიდვა;
** პოტენციური მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-დან 19:00-ს ჩათვლით.
ანაზღაურება: გამომუშავებით, საშუალოდ 500-დან 2000 ლარამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მისამართზე: info@global-erty.net 2018 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი