Jobs.GE



დასახელება: მთარგმნელ-თარჯიმანთა მოსამზადებელი კურსი - ინგლისური
მომწოდებელი: ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ

ქართულ-კანადურ საგანმანათლებლო ცენტრი აცხადებს მიღებას მთარგმნელ-თარჯიმანთა მოსამზადებელ სასერთიფიკატო კურსზე ინგლისურ ჯგუფში.

გლობალურ კონტექსტში სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა მთარგმნელ-თარჯიმნებზე, ამიტომ "ქართულ-კანადურმა საგანმანათლებლო ცენტრმა (GCEC)" უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შეიმუშავა მთარგმნელ-თარჯიმანთამოსამზადებელი სპეციალური პროგრამა, რაც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოს მთარგმნელ-თარჯიმანის პროფესიას.

კურსს უძღვებიან კვალიფიციური პედაგოგები, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. სწავლის პერიოდში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები, ვიდეო და აუდიო მასალები, ეკონომიკური, სამედიცინო, იურიდიული, პოლიტიკური სტატიები, საქმიანი დოკუმენტები და ა.შ.

კურსის ამოცანაა, გამოუმუშავოს მსმენელს ზეპირი თარგმანის, წერითი თარგმანის, სხვადასხვა ტექსტის დამუშავებისა და რეფერირების უნარები. კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს კომუნიკაციას უცხო ენაზე, ნებისმიერი დარგობრივი ტექსტის თარგმნას: წერილობით, თანმიმდევრულად, რეფერირებულად მშობლიური ენიდან უცხო ენაზე და პირიქით, გარკვეული ხანგრძლოვობის ტექსტის მოსმენას დამახსოვრებას, გამართულად და შესაბამისი სტილით თარგმნას.

გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ, მცირერიცხოვან ჯგუფებში.

** კურსის ხანგრძლივობა: ხუთი თვე (კვირაში 2-ჯერ)
** მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 2-4 კაცი.

** კურსის ღირებულება თვეში: 150 ლარი
** მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.
** კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

დაგვიკავშირდით:

მის.: წერეთლის გამზ. #49-51 (მეტრო "წერეთელთან"), მეორე სართული.
ტელ.: 551 17 16 90, 551 00 30 77, 2 18 38 06
ელ-ფოსტა: info@gceducentre.com
ვებ-გვერდი: http://www.gceducentre.com

ან შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://gceducentre.com/index.php?act=send_mail



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი