Jobs.GE



დასახელება: ტენდერი ვიდეო და აუდიო სოციალური რეკლამების მომზადებაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
თანდართული ფაილი: 165668-cenn-tender-psa.zip

CENN აცხადებს ტენდერს ვიდეო და აუდიო სოციალური რეკლამების მომზადებაზე (ტექნიკური დავალება იხ. მიმაგრებული ფაილის სახით)

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იურიდიულ პირებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სოციალური სარეკლამო რგოლების მომზადებში;
** გარემოსდაცვით სექტორთან მუშაობის გამოცდილება.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

** კომპანიის სახელწოდება, მისამართი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი და ელ. ფოსტა;
** ორგანიზაციის მიერ უკვე განხორციელებული მსგავსი პროექტები, ვიზუალურ მასალასთან ერთად, ე.წ. პორთფოლიო;
** მომსახურების საფასური (დეტალურად ჩაშლილი) ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
** ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას).

სატენდერო განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org (ერთ PDF ფაილად; ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ტენდერის დასახელება), ან მოიტანოთ CENN-ის ოფისში (მის.: ბეთლემის ქ. 27, თბილისი) დალუქული და ბეჭდიანი კონვერტით, 2018 წლის 20 თებერვლამდე.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** წარმოდგენილი პორთფოლიოს ხარისხი;
** განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება).

დამატებით, პროექტის შინაარსთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 599 502717 - ნინო ბრეგაძე.

ორგანიზაციის მხრიდან დაკავშირება მოხდება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი