Jobs.GE



დასახელება: საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების მომსახურება / გადამისამართება
** ამომწურავი ინფორმაციის გაცემა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურების შესახებ
** ანგარიშების მომსახურება
** ტრანზაქციების შესრულება
** გამავალი ზარების შესრულება საცალო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით
** მომხმარებლებისთვის ონლაინ კონსულტაციის გაწევა (online chat)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია საბანკო სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება
** აუცილებელი მოთხოვნა: რუსული და ინგლისური ენების ფლობა მაღალ დონეზე (წერა / საუბარი)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სრულყოფილად ფლობა
** სასურველია საბანკო პროგრამა ALTA-ს ცოდნა

უნარები:

** ღამის ცვლაში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (გამართული მეტყველება, კეთილგანწყობა, თავაზიანობა)
** პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

** ტესტირება (უცხო ენები, მათემატიკა, ლოგიკა)
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 25 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი