Jobs.GE



დასახელება: სატელეფონო ცენტრის გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ჰიუნდაი ავტო საქართველო
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ

სს "ჰიუნდაი ავტო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის (ქოლ-ცენტრის) გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო გაყიდვების განხორციელება გამავალი ზარების საშუალებით;
** მომხმარებლისთვის პროდუქტების შეთავაზება;
** ინფორმაციის ზედმიწევნით სწორად აღრიცხვა სპეციალურ პროგრამაში და რეპორტის მომზადება.
** სატელეფონო გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულება.
** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისი რეაგირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** გაყიდვებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა;
** ყოველდღიური გეგმის შესრულება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების სფეროში.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად მიწოდების უნარი,
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და დინამიურ სამუშაოს მეგობრულ გუნდთან ერთად
** გამჭირვალე და ღია სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** სახელფასო ბიუჯეტი: ძირითადი ბონუსი (ფიქსირებული + ბონუსი) დამოკიდებული კანდიდატის გამოცდილებაზე.
** საშუალო ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი - 500 ლარიდან 700 ლარამდე.
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით; შაბათს 10:00-17:00.
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი.

CV გამოაგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართებზე: office@hyundai.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი