Jobs.GE



დასახელება: კურსი - Microsoft SQL Server 2014 გამოყენება და მხარდაჭერა
მომწოდებელი: ასოციაცია გრენა
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა" 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ასოციაცია "გრენა"-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

** მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა
** სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში
** სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება
** მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება
** ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა

ასოციაცია "გრენა" გთავაზობთ კურსს - "Microsoft SQL Server 2014 გამოყენება და მხარდაჭერა".

კურსის შინაარსი:

** SQL Server 2014-ის ინსტალაცია და კონფიგურირება
** მონაცემთა ბაზის კონფიგურირება და ექსპლოატაცია
** SQL Server -ის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების შექმნა და აღდგენა
** Server-ის ავტომატიზაცია
** Microsoft SQL Server მონიტორინგი და წარმადობის ოპტიმიზაცია
** DDL (Data Definition Language), მონაცემების დაჯგუფება
** ლოგიკური ოპერაციები, ჩადგმული სიმრავლეები
** ცხრილები, მონაცემთა ტიპები და მონაცემთა მთლიანობა
** DML (Data Manipulation Language)
** ცვლადების, ციკლების სტრუქტურების აღწერა (LOOP, WHILE, CASE, IF THEN, FOR)
** ფუნქციების, პროცედურების და ტრიგერების აღწერა

კურსის ხანგრძლივობა 3 თვე
კვირაში 2-ჯერ; ლექციის ხანგრძლივობა: 2-2:30 საათი.
კურსის საფასური: 700 ლარი. 20% ფასდაკლება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ მისამართზე: http://academy.grena.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი