Jobs.GE



დასახელება: მოლარე-ოპერატორი - რუსთავი
მომწოდებელი: აჭარაბეთი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ

კომპანია "Adjarabet.com" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე რუსთავში.

ფუნქციები:

მომხმარებელთა მომსახურების მხარდაჭერა:

** მომხმარებლის იდენტიფიცირება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით;
** მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა კომპანიის მომხმარებლის კუთვნილ გვერდზე;

სალაროს ოპერაციების მხარდაჭერა:

** ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოება;
** სხვადასხვა ვალუტის ბანკნოტების კონვერტირება;
** დღიური საბუთების წარმოება

სეიფზე მატერიალური პასუხისმგებლობა: ფასეულობათა სეიფზე მატერიალური პასუხისმგებლობა და გასაღებების პასუხისმგებლობის ქვეშ შენახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ოპერატიულობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@adjarabet.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი (რუსთავი).



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი