Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნექსთ-ი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ

იატის წარმომადგენელი საქართველოში - ავიაბილეთების სააგენტო სს "ნექსთ-ი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკება, ხელშეკრულების გაფორმება
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა
** არსებული კლიენტებისთვის სიახლეების შეთავაზება, პროდუქტების რეკლამირება
** გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა
** ყოველკვირეული რეპორტის გაკეთება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში.

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
** ხელფასი: 1250 ლარი - მოლაპარაკებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@next-i.ge 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, СV-ს თან დაურთოთ ფოტოსურათი და სამოტივაციო წერილი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი