Jobs.GE



დასახელება: სავაჭრო დარბაზის კონსულტანტი - ბათუმი
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 21 თებ

კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. "გუდვილის" ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

"გუდვილის" სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. "გუდვილი" თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის, ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
** მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 14 დღიან სტაჟირებას (ეს პერიოდი არ არის ანაზღაურებადი).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrbatumi@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "konsultanti", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 21 თებერვალი, 2018 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი