Jobs.GE



დასახელება: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: საგა
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ

უკვე 23 წელია "საგა" ცხოვრებას ამარტივებს სრული კომფორტის შექმნით ზამთარსა და ზაფხულში.

13 ფილიალით, 200-მდე დასაქმებული ადამიანით "საგა" ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა ქართულ HVAC სისტემების ბაზარზე.

კომპანია "საგა იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური რეპორტების მომზადება
** ბუღალტრული ანგარიშგებების ანალიზი
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა
** კომპანიის დეპარტამენტებისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციის მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ან სხვა მონათესავე მიმართულებებში
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** ACCA სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოქნილ და კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ პროფესიული რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@saga.ge არაუგვიანეს 7 მარტისა. გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

საგა წარმატებებს გისურვებთ!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი