Jobs.GE



დასახელება: ბაზრის კვლევის აგენტი
მომწოდებელი: მაგნიტი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" ბაზარზე 2015 წლიდან არსებობს. იგი დღესდღეობით მოიცავს 27 სუპერმარკეტს და აგრძელებს გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" გთავაზობთ მყუდრო და კომფორტულ გარემოს, პროდუქციის ფართო არჩევანს, დაბალ ფასებსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

კომპანია მუდმივად ცდილობს კადრების გადამზადებას, ზრუნავს მათ წინსვლასა და განვითარებაზე.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ბაზრის კვლევის აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** ბაზრის ინფორმაციის შეგროვება;
** მომხმარებელთა გამოკითხვა;
** ქსელში მიმდინარე პრომო აქტივობების მონიტორინგი და გაზომვა;
** ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** რეპორტინგი.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** "მაიქროსოფთ ოფისის" პროგრამების კარგი ცოდნა (Excel, PowerPoint, Word);
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი მეტყველების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ელფოსტაზე: hr@magniti.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ბაზრის კვლევის აგენტი" და თქვენი სახელი, გვარი, ან მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე და ადგილზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: მცხეთა, სამხედროს ქ. 12.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი