Jobs.GE



დასახელება: საკრედიტო ექსპერტი - ლაგოდეხი
მომწოდებელი: ქართული კრედიტი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 1 მარ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "ქართული კრედიტი" დაფუძნდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის "ქართული კრედიტი" საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს/საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის (გამოცდილი) თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ლაგოდეხი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** აგრო-ბიზნეს სფეროების ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროების საკითხების განსაზღვრა, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი,
** პრობლემური სესხების მართვა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ეკონომიკური, ფინანსების, ბიზნესის მართვის ან აგრო მიმართულების განხრით;
** ფინანსურ ორგანიზაციაში ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს;
** განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში;
** საინტერესო და დინამიურ სამსახურს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge 2018 წლის 01 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2018 წლის 15 მარტისა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ქართულ კრედიტში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი