Jobs.GE



დასახელება: სასტუმროს მენეჯმენტის შესწავლა საქართველოსა და გერმანიაში
მომწოდებელი: ევროპული ენების ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 12 მარ

პირველად საქართველოში!
ქართულ-გერმანული ერთობლივი მოდულური პროგრამა: "სასტუმროს მენეჯმენტი"

"ევროპული ენების ინსტიტუტი" (ELI) აცხადებს მიღებას საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამაზე: "სასტუმროს მენეჯმენტი".

სწავლების ენა: ქართულ-გერმანული.
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე.
სწავლების ადგილი: საქართველო-გერმანია.
პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლა სრული დაფინასებითა და სტიპენდიით გერმანიაში!

პროგრამის მოკლე აღწერა:

სამხრეთ კავკასია და საქართველო გეოპოლიტიკურად ძალიან საინტერესო რეგიონებია, ამიტომაც იზრდება ევროპელთა ინტერესი ამ რეგიონების მიმართ (ტურიზმი, მშენებლობა და ა.შ.). პროგრამის კონცეფცია ეფუძნება საქართველოში ტურიზმის, კერძოდ სასტუმროს სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, ხოლო მიზანი ემსახურება უცხოელ ექსპერტებთან უწყვეტ და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას სასტუმროს მართვის სფეროში, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან შრომის ბაზარზე.

"ევროპული ენების ინსტიტუტი" გთავაზობთ უნიკალურ შანსს, საერთაშორისო პროფესიონალურ გარემოში დაეუფლოთ პროფესიაზე ორიენტირებულ განათლებას და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორებისაგან შეიძინოთ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკაზე დაფუძნებული თანამედროვე, საერთაშორისო ცოდნა და გახდეთ ევროპული გამოცდილების მოზიარე და გამზიარებლები.

საბუთების მიღების ვადა: 2018 წლის 12 თებერვლიდან 12 მარტამდე.

მისაღები პროცედურები:

საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ საბუთები (პირადობის მოწმობის ასლი, CV სურათით, სამოტივაციო წერილი) შემდეგ მისამართზე: info@eli.ge

საბუთების შერჩევის შემდეგ, 2018 წლის 16 მარტს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

** მაღალი მოტივაცია
** კომუნიკაციის უნარი
** გერმანული ენის ცოდნა A1 დონეზე.

სწავლის საფასური: 1850 ლარი.

სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკი, 3-თვიანი სტაჟირება გერმანიაში სრული დაფინასებითა და სტიპენდიით, აკადემიურ და მეგობრულ გარემოში დაგეგმილი თეორიული და პრაქტიკული კურსი თქვენი წარმატების წინაპირობაა!

დაგეგმეთ ევროპულად თქვენი კარიერა, სწორად შეააფასეთ კურსის პრაგმატული მხარე და სწავლაში ინვესტირებული თანხა ორმაგად დაიბრუნეთ 3 თვეში! ამავდროულად მიიღეთ საერთაშორისო ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და გახდით სასტუმროს სერტიფიცირებული მენეჯერი!

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!

სწავლა იწყება 18 მარტს!

დაგვიკავშირდით:

info@eli.ge
eli.ge
599 203466



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი