Jobs.GE



დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: მედინსერვი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 1 მარ

სს კომპანია "მედინსერვი", ფარმაცევტული და სამედიცინო პროდუქციის ქართული სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას თბილისში შემდეგ პოზიციაზე: სამედიცინო წარმომადგენელი.

მინიმალური მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება
** პრომოციის ეთიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევები
** სამედიცინო დაწესებულებების, მათი სტრუქტურისა და სპეციალისტების ფუნდამენტალური ცოდნა
** კომუნიკაბელურობა, თვითმოტივაცია, გუნდური მუშაობისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭებათ შესაბამის სფეროში სასწავლო კურსების სერტიფიკატების და/ან წინა დამსაქმებლისგან რეკომენდაციის წერილის მქონე კანდიდატებს

ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარებზე.

შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებმა CV, ფოტოსურათი, დიპლომისა და სერტიფიკატების ასლები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: medinserv@medinserv.ge და გთხოვთ, წერილის საგანში მიუთითოთ ვაკანსია რომელზეც აგზავნით განაცხადს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 01/03/2018.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შესაბამის კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი