Jobs.GE



დასახელება: აქტივებისა და ვალდებულებების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ

კომპანია "გეფა" აცხადებს აქტივებისა და ვალდებულებების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ურთიერთშედარების აქტების მომზადება დებიტორებთან და კრედიტორებთან;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი ხელშეკრულების პირობების მიხედვით;
** პერიოდულად ანგარიშგებების მომზადება დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ანალიზისთვის;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სავაჭრო კომპანიაში ბუღალტრად ან შესყიდვების განყოფილებაში;
** საოფისე პროგამების (განსაკუთრებით ექსელის) მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა; ორგანიზებულობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი