Jobs.GE



დასახელება: ტენდერი IP სატელეფონო მართვის სადგურის დანერგვაზე
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
თანდართული ფაილი: 165562-pcb-tender.zip

სს "პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. "პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. "პროკრედიტ ბანკი" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს IP სატელეფონო მართვის სადგურის დანერგვაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** სააპლიკაციო ფორმა;
** სატენდერო მოთხოვნები;
** სპეციფიკაცია;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. სპეციფიკაცია);
** ანგარიშსწორების პირობები; (იხ. სპეციფიკაცია);
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);
** MAF (manufacturer authorization form)
** ადგილობრივი ტექნიკოსების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერთიფიკატები)
** CD დისკზე ჩაწერილი შევსებული სპეციფიკაცია
** შემოთავაზებული პროდუქციის აღწერა ( ლინკი ან CD დისკი ან ამობეჭდილი ვერსია)

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს "პროკრედიტ ბანკ"-ში

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში.

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (http://www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 28 თებერვალი 2018 წელი 18 საათამდე.

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

გიორგი თათარაშვილი
ქსელის ადმინისტრატორი
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+99532) 2202222 (1845)
E-mail: g.tatarashvili@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ქეთევან პატარქალაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილების უფროსი სპეციალისტი

ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1577)
E-mail: tenders@procreditbank.ge
k.patarkalashvili@procreditbank.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი