Jobs.GE



დასახელება: ტენდერი ვიდეო-რგოლის დამზადებაზე
მომწოდებელი: ჰერა
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტი" (WASH), 2015 წლიდან ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლებში. პროექტის მიზანია აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოფლებში, სკოლებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში სანიტარული ინფრასტრუქტურების ჩამოყალიბება და ჰიგიენური ჩვევების გაუმჯობესება, ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით.

WASH პროექტის თემის მობილიზაციის კომპონენტი აცხადებს ტენდერს ვიდეო რგოლის დამზადებაზე.

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს.

შერჩეულმა კანდიდატმა უნდა შესძლოს შესრულებული შეკვეთის ჩაბარება 1 თვის ვადაში. შერჩეულმა კანდიდატმა, არსებული კონცეფციის საფუძველზე უნდა ჩამოაყალიბოს რგოლის სცენარი, შემკვეთის მოთხოვნებისა და ინტერესების მიხედვით. საჭიროა დამზადდეს ვიდეო რგოლის ორი ვერსია: სრული ქრონომეტრაჟით - 5 წუთი და სოციალური ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟით - 30 წამი.

შერჩეულმა კანდიდატმა, შემკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა დაამზადოს ვიდეო მასალა ვიდეორგოლის სცენარისთვის პროექტის სამიზნე სკოლებში (2-3). სხვა დაწვრილებითი ინფორმაცია კანდიდატს მიეწოდება შემკვეთის მიერ. კანდიდატი აიღებს ვალდებულებას, შეიტანოს ცვლილებები მზა ვიდეო რგოლში შემკვეთის მოსაზრებების მიხედვით.

საჭირო დოკუმენტაცია:

** ფიზიკური პირის შემთხვევაში - CV და დამზადებული ვიდეორგოლების ბმული;
** კომპანიის შემთხვევაში - კომპანიის პორტფოლიო და ასევე დამზადებული ვიდეორგოლების ბმულ(ებ)ი .
** ვიდეო რგოლის დამზადებისათვის საჭირო მთლიანი ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე.

დაინტერესებულ პირებს/ორგანიზაციებს გთხოვთ თქვენი განაცხადი წარადგინოთ არა უგვიანეს ა.წ. 28 თებერვლისა 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ.ქუთაისი, მესხის ქ.67 ან ელ.მისამართზე: mdavituliani@yahoo.com

საკონტაქტო პირი: მარიკა დავითულიანი
ტელ: 599 257172



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი