Jobs.GE



დასახელება: მოლარე - რუსთავი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე, რუსთავის სერვის ცენტრში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 9 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
** კომუნალური გადახდების განხორციელება;
** დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
** კლიენტების მოზიდვა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის ან ბიზნესის სფეროში;
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
** კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.

განაცხადის შემოტანის დედლაინია 2018 წლის 28 თებერვლის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/jAazDuvmBldb3gVv1



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი