Jobs.GE



დასახელება: საკრედიტო ექსპერტი - რეგიონები
მომწოდებელი: ლაზიკა კაპიტალი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "ლაზიკა კაპიტალი" აწარმოებს მსურველთა მიღებას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზეზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი, მარტვილი, ჩხოროწყუ, ბათუმი, ხულო, ქუთაისი, ცაგერი, ზესტაფონი და ბაღდათის ფილიალში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულად ფინანსებში და საბანკო საქმეში, ან სხვა მონათესავე ეკონომიკური პროფილით;
** სამწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
** კომპიუტერის, კერძოდ კი "ვორდის" და "ექსელის" ზედმიწევნით ცოდნა
** აუცილებელია იყოს შესაბამისი ქალაქის ან მიმდებარე სოფლების მკვიდრი.

სამუშაოს აღწერილობა:

** პოტენციური მსესხებლების მოძიება
** მიმდინარე მსესხებლების და სასესხო პროექტების მონიტორინგი
** სასესხო განაცხადების მიღება და ანალიზი
** ორგანიზაციის კლიენტების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების პერიოდული შეფასება და კონტროლი
** ინდივიდუალური სასესხო პორტფელის მართვა.

ხელფასი შეესაბამება მაღალ კომერციულ სტანდარტებს.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე. მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. "სივი" ქართულ ენაზე, აუცილებლად ფოტოსურათით, ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: job@lazikacapital.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:

(571) 00 00 09— ანი გუგუნავა; დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისი ზუგდიდი



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი