Jobs.GE



დასახელება: MS Excel-ის გაძლიერებული კურსი
მომწოდებელი: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 4 მარ

MS EXCEL - გაძლიერებული კურსი.

რატომ უნდა დაესწროთ MS Excel-ის გაძლიერებული ტრენინგს? კურსი მოიცავს MS Excel-ში ინფორმაციის დამუშავების უახლეს მეთოდებს, რაც მსმენელს ხელს შეუწყობს შეამციროს სამუშაო პროცესში დახარჯული დრო.

მიზნობრივი აუდიტორია / ვისთვისაა გათვლილი ტრენინგი:

ტრენინგი გათვლილია MS Excel-ის ინტენსიურ მომხმარებელზე, რომელსაც პროგრამაში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და ამავდროულად სურს განავითაროს პრაქტიკული უნარები.

რას შეისწავლიან მონაწილეები:

** ფარდობითი და აბსოლუტური მნიშვნელობები
** სახელების დარქმევა და მართვა
** მათემატიკური ფუნქციები
** ტექსტური ფუნქციები
** ტექსტის დაშლა და გამეორებადი ინფორმაციის წაშლა
** Data Validation
** თარიღის ფუნქციები
** სტატისტიკური ფუნქციები
** ლოგიკური ფუნქციები
** ძიების ფუნქციები
** OFFSET; INDIRECT; ADDRESS
** პირობითი ფორმატირება - უჯრების ფორმატირება მასში ან სხვა უჯრაში არსებული ინფორმაციის მიხედვით
** გრაფიკების აგება, ფორმატირება და მართვა
** მონაცემთა ბაზების ფუნქციები
** დიაპაზონის ფუნქციები
** ფინანსური ფუნქციები
** Pivot ცხრილები და კავშირები
** Solver - რთული, მრავალპარამეტრიანი მინიმიზაციის / მაქსიმიზაციის ამოცანის ამოხსნა
** ინფორმაციის დაცვა, გაზიარება და ცვლილებების კონტროლი
** ფორმის მაკონტროლებელი ღილაკები
** მაკროს წერის პრინციპი

ტრენინგის უპირატესობები:

პრაქტიკული მაგალითები: სალექციო მასალა აგებულია რეალურ მაგალითებზე. კურსის განმავლობაში იმუშავებთ პრაქტიკულ ქეისებზე, რაც დაგეხმარებათ ათვისებული მასალა მოარგოთ რეალობას.

მომხმარებლის ფორმები: კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ ააგოთ დახვეწილი ფორმები როგორც პირადი გამოყენებისათვის, ასევე MS Excel-ის სხვა მომხმარებლებისათვის.

მონაცემთა ბაზები და სხვა პროგრამებთან კავშირის დამყარება:

კურსი მოიცავს MS Excel-ის ცხრილებს შორის კავშირის დამყარებასა და მონაცემთა ბაზების დამუშავების უახლეს მეთოდებს. ასევე გაივლით საკითხებს, რომლებიც დაგეხმარებათ MS Excel-ისა Microsoft-ის სხვა პროგრამებს შორის კავშირის დამყარებაში.

კომპლექსური მაგალითები: ტრენინგში გაივლით მრავალ-პირობიანი ოპტიმიზაციის ამოცანებსა და მათი ამოხსნის მარტივ გზებს.
დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ: ტრენინგის ჩატარების ადგილი - საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი (ადამ მიცკევიჩის #29)
ტრენინგის ჩატარების სავარაუდო განრიგი - ტრენინგი გაიმართება 5 მარტიდან 18 აპრილამდე პერიოდში, ორშაბათს და ოთხშაბათს 19:30-22:00
ტრენინგის ხანგრძლივობა - 35 საათი
შეხვედრების რაოდენობა - 14
სერტიფიკატის გაცემა - საბოლოო გამოცდით
ტრენერი - ნიკოლოზ ღლონტი
ტრენინგის ღირებულება - 580 ლარი (თანხის ნახევარი მონაწილეებმა უნდა გადაიხადონ ტრენინგის დაწყებამდე, ხოლო დარჩენილი თანხა მის დასრულებამდე)

ტრენერის შესახებ:

2010 წლიდან მოღვაწეობს ფინანსების განხრით და აქვს სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ბიზნეს სექტორში - ბანკი, წარმოება, საწვავის დისტრიბუცია, ელექტრონული გადახდები. ასევე აქვს ERP სისტემების დანერგვის სამუშაო გამოცდილება. 2017 წელს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრის სტუდენტებისთვის ჩატარებული აქვს გაძლიერებული MS Excel-ის კურსი. დამთავრებული აქვს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში, აგრეთვე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი ბიზნესის ადმინისტრირებაში ფინანსების განხრით.

რეგისტრაცია:

დარეგისტრირდით ბმულზე ან გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე: training@bog.edu.ge

საკონტაქტო პირი: ბექა დალაქიშვილი bdalakishvili@bog.edu.ge
ტელ: 2 444 864



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი