Jobs.GE



დასახელება: მოლარე-მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მასტერ ფუდი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ

შპს "მასტერ ფუდი" წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი.

თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია ოთხი ასეთი ობიექტი - გლდანი (ვეკუას ქ#14), ვარკეთილი (ჯავახეთის ქ#2), სააკაძე (შარტავა ქ#2) და თამარ მეფის გამზ.#13, ერთი - ქ. რუსთავში (მეგობრობის ქ #12), ერთი - ქ. ბათუმში (მელიქიშვილის # 61) და ერთი- ქ.ბორჯომი (რუსთაველის ქ # 133)

შპს "მასტერ ფუდი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. მოლარე-მენეჯერი

სამუშაო განკვეთი 9 სთ-იანი ცვლა (დღე/ღამე ).

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** პერსონალის მართვა
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა.
** მარაგების კონტროლი

2. გაყიდვების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტებისა და პროცესების შესწავლა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და მართვა.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაციის კარგი უნარი.

ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr.shaurmaclub@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი