Jobs.GE



დასახელება: პრისელერი - ქუთაისი
მომწოდებელი: ბესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 18 თებ

შპს "ბესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, სამშენებლო ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების სადისტრიბუციო კომპანიისთვის ქ. ქუთაისში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
** ქალაქისა და სავაჭრო ქსელის კარგად ცოდნა.
** ასაკი: 25-დან 40 წლამდე
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** რუსულის ცოდნა სავალდებულო
** პირადი ავტომობილი
** საგარანტიო ქონება (საჭიროების შემთხვევაში).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** ახალი სავაჭრო ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, შემდეგ მისამართზე: best-invest@mci.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება ქუთაისში, 19 თებერვლისთვის.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი