Jobs.GE



დასახელება: სამაუწყებლო სამსახურის დირექტორი
მომწოდებელი: რადიო თავისუფლება
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ

რადიო "თავისუფლება" აცხადებს ვაკანსიას სამაუწყებლო სამსახურის დირექტორის (ქართული სამსახური) თანამდებობაზე.

თანამდებობა ვაკანტურია საუკეთესო კანდიდატის შერჩევამდე.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის ნომერი: BGE1145-1801

რეგიონული დირექტორის ზედამხედველობის ქვეშ წარმართავს სამაუწყებლო სამსახურის საქმიანობას განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში; რეგიონულ დირექტორთან ერთად შეიმუშავებს სამსახურის სტრატეგიასა და მიზნებს რადიო "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" მისიის შესაბამისად; პასუხისმგებელია ციფრული სტრატეგიის ყველა ასპექტსა და მათ განხორციელებაზე, გადაცემების მომზადებასა და შესრულებული სამუშაოს მართვაზე; ასევე, ეკისრება სრული სარედაქციო პასუხისმგებლობა გადაცემების კონტენტისა და ორგანიზების მიმართ.

ძირითადი მოვალეობები:

** გადაცემის კონტენტი: დაგეგმვა და მომზადება, გადაცემების ხარისხის შეფასება, სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღება, სამსახურსა და ბიუროს შორის ურთიერთობა და კოორდინაცია (ოპერაციების მენეჯმენტი, მოადგილისთვის უფლებამოსილების დელეგირება);
** თვალს ადევნებს სიახლეებს და კომპეტენტურად მსჯელობს სამაუწყებლო რეგიონსა და კონკრეტულ სამიზნე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე;
** სტრატეგიული დაგეგმვისა და სამსახურის კონტენტის პროვაიდერების მონიტორინგის გზით, პროაქტიულ და უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს სამსახურის ეფექტიან პოზიციონირებას "digital-first" სტრატეგიის განსახორციელებლად;
** სტრატეგიული ამოცანების მიღწევის მიზნით რეგიონულ დირექტორთან ერთად გეგმავს და განსაზღვრავს გადაცემისა და საკადრო ცვლილებებს;
** გეგმავს ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გადაცემებს;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე დაქვემდებარებული თანამშრომლების მეშვეობით, ასრულებს დავალებებს როგორც პრაღაში, ასევე ბიუროში;
** ითვალისწინებს ციფრული ჟურნალისტიკის უახლეს ტენდენციებს;
** საჭიროებისამებრ მონაწილეობს სამაუწყებლო და ციფრული პროდუქტის შექმნაში;
** თვალს ადევნებს კონტენტის შექმნის პროცესს მის გამოქვეყნებამდე ან ეთერში გასვლამდე;
** უზრუნველყოფს შესაბამისი ციფრული კონტენტის დროულად გამოქვეყნებას;
** უზრუნველყოფს 100%-იან საეთერო, დროულ მაუწყებლობას გრაფიკის შესაბამისად;
** პასუხისმგებელია გადაცემების სარედაქციო კონტენტსა და დამზადების სტანდარტზე;
** რეგულარულად უწევს მონიტორინგს და აფასებს როგორც ციფრულ, ასევე სამაუწყებლო კონტენტს და უზრუნველყოფს თანამშრომლებთან უკუკავშირს კონტენტისა და შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
** პერსონალის, მათ შორის შტატგარეშე თანამშრომლების, მართვა (დავალებების გაცემა, კოუჩინგი, მოტივირება, შესრულებული სამუშაოს მართვა, ტრენინგების დაგეგმვა); პერსონალის, მათ შორის შტატგარეშე თანამშრომლების, ზედამხედველობა (დაგეგმვა, შვებულების გაცემა);
** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული საკითხების (სამსახურში აყვანა, პრემიის გაცემა, დაწინაურება, ფუნქციების შეცვლა, დისციპლინარული საკითხები) გადაწყვეტა ადამიანური რესურსების განყოფილებისა და რეგიონული დირექტორის შესაბამისი ჩართულობით;
** ბიუჯეტის შესრულება;
** ბიუროს ადმინისტრირებასთან, შტატგარეშე კორესპონდენტების ანაზღაურებასთან, ნამუშევარი დროის აღრიცხვასთან, გადახდის ქვითრებთან და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებული დავალებების დელეგირება და კონტროლის განხორციელება;
** მენეჯერულ, ასევე ელექტრონულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საკითხების დროულად გადაწყვეტა;
** შეხვედრები, სემინარები და ტრენინგები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** განათლება - მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მსგავს სფეროში (სავალდებულო);
** სამაუწყებლო და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენების ფართო და სიღრმისეული ცოდნა, რომელიც დაგროვებულია განხორციელებული კვლევების, წერითი სამუშაოს, მოგზაურობის ან სხვა შესაბამისი 10+ წლიანი გამოცდილების მიღების შედეგად (სავალდებულო);
** პრაქტიკული გამოცდილება სატელევიზიო ჟურნალისტიკისა და სატელევიზიო პროდუქციის სფეროში;
** მულტიკულტურულ და მრავალეროვან გარემოში მუშაობის გამოცდილება, სასურველია "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" სამიზნე რეგიონებში (სავალდებულო);
** გუნდის მართვის 2-5 წლიანი გამოცდილება (სავალდებულო);
** ახალი ამბების ჟურნალისტიკის საექსპერტო ცოდნა და მიმდინარე სიახლეების მართვის უნარი (სავალდებულო);
** საერთაშორისო გარემოში მედიაპარტნიორების ქსელთან მუშაობისა და შემდგომი განვითარების უნარი; მნიშვნელოვანი კავშირების გაღრმავების გამოცდილება (სავალდებულო);
** კომპეტენცია სოციალური მედიის სფეროში (სავალდებულო);
** სტრატეგიული აზროვნებისა და დაგეგმვის, ასევე რეფორმების გატარების უნარი (სავალდებულო);
** ადგილობრივი მედიასა და პოლიტიკურ წრეებში მოქმედი პირების კონტაქტების ვრცელი ნუსხა (სავალდებულო);
** მენტორინგისა და კოუჩინგის უნარი (სავალდებულო);
** ნეტვორკინგის უნარი (სავალდებულო);
** მენეჯერულ დონეზე დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი (სავალდებულო);
** ადამიანური რესურსების მართვის უნარი (სავალდებულო);
** პრეზენტაციის უნარი (სავალდებულო);
** MS Office-ის აპლიკაციების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულო);
** სამაუწყებლო რეგიონის ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულო);
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულო).

განცხადების ინგლისური ვერსია იხილეთ ამ ბმულზე: https://pressroom.rferl.org/jobs/detail/BGE1145-1801.html

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ-ფოსტის მისამართზე: rferl.jobs@teamio.eu



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი