Jobs.GE



დასახელება: სამედიცინო ზარალების მართვისა და ანაზღაურების მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 1 მარ

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების მართვისა და ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვეულის იდენტიფიცირება;
** შემოსული ინფორმაციის სადაზღვევო დაფარვებთან შესაბამისობის დადგენა;
** დანიშნული კვლევებისა და მედიკამენტების შესაბამისობის დადგენა წარმოდგენილ დიაგნოზთან, ქვეყანაში მოქმედი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** მედიკამენტების ანაზღაურების შემთხვევაში, დანიშნული მედიკამენტის ჯგუფის, რეგისტრაციის შემოწმება;
** სადაზღვევო ლიმიტების კონტროლი;
** ანაზღაურების ოქმის მომზადება/გადასარიცხი ფორმის მომზადება თანხის მიმღების ველების შევსებით/შემდგომში რეესტრული აღრიცხვა და დღის ბოლოს სამსახურის უფროსთან გადაგზავნა;
** სამედიცინო დაწესებულებაში მიღებული მომსახურებისას, წარმოდგენილი ფინანსური და სამედიცინო დოკუმენტაციის პროგრამული ასახვა;
** საგარანტიო წერილის გაცემის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დაწესებულების შესრულებული სამუშაოს დამუშავება;
** რეპორტინიგ უშუალო ხელმძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სადაზღვევო სფეროშო აღნიშნული მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
** სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** სამედიცინო სახის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე (რუსული და ინგლისური (Advance Level);
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა; (word, excel, power point);

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მოშაობის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** ანალიტიკური უნარები;

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გახდით ჩვენი გუნდის წევრი ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საიტერესო სამუშაო გამცდოლებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშორლობით, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 1 მარტისა აღნიშნულ ელ. მისამართზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი