Jobs.GE



დასახელება: სამედიცინო დაზღვევის მომსახ. მენეჯერი/პირადი მენეჯერი - რუსთავი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ქ. რუსთავში სამედიცინო დაზღვევის მომსახურების მენეჯერის / პირადი მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
** კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
** სამედიცინო დაზღვევის კონტრაქტების ფარგლებში ზარალების დარეგულირება;
** ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში დაფიქსირება;
** სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
** დაზღვეულებზე საგარანტიო, მათ შორის ელექტრონული საგარანტიო მიმართვების გაცემა;
** დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
** ზარების გადამისამართება;
** დაზღვეულთათვის ვიზიტების დაგეგმვა;
** ტელეფონის საშუალებით დაზღვეულების საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
** სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სადაზღვევო კომპანიაში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა.

თუ კი აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გახდით ჩვენი გუნდის წევრი ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საინტერესო სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშროლობით, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 28 თებერვლისა აღნიშნულ ელ. მისამართზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ქალაქისა და ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი