Jobs.GE



დასახელება: მოლარე-კონსულტანტი - თელავი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ

მზარდი, განვითარებადი კომპანია შპს "ჯიბე" წარმოადგენს საქართველოში ნომერ პირველ "cash and carry" ფორმატის საბითუმო ჰიპერმარკეტების ქსელს. კომპანია 2010 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს ბაზრის მომარაგებას პირველადი მოხმარების პროდუქციით და მულტინაციონალური ბრენდებით. კომპანია უკვე ფლობს 12 ობიექტს საქართველოს მასშტაბით და უახლოეს მომავალში აპირებს ქსელის განვითარებას და გაფართოებას არამარტო თბილისში, ასევე რეგიონებშიც.

ვაკანსიის დასახელება: მოლარე - კონსულტანტი
სამუშაო ადგილი: ქ. თელავი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის ინტერესებისა და სტანდარტების გათვალისწინებით
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
** გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება
** პროდუქციის ვადების მეთვალყურეობა
** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
** რეალიზაციის აღრიცხვა პროგრამაში
** სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა
** სალარო აპარატის გამართულობის უზრუნველყოფა
** ფულის დაცულობის უზრუნველყოფა

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** Apex-ში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

თანამდებობისთვის აუცილებელი კომპეტენციები:

** მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მათემატიკური უნარები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი