Jobs.GE



დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ

მზარდი, განვითარებადი კომპანია შპს "ჯიბე" წარმოადგენს საქართველოში ნომერ პირველ "cash and carry" ფორმატის საბითუმო ჰიპერმარკეტების ქსელს. კომპანია 2010 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს ბაზრის მომარაგებას პირველადი მოხმარების პროდუქციით და მულტინაციონალური ბრენდებით. კომპანია უკვე ფლობს 12 ობიექტს საქართველოს მასშტაბით და უახლოეს მომავალში აპირებს ქსელის განვითარებას და გაფართოებას არამარტო თბილისში, ასევე რეგიონებშიც.

ვაკანსიის დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მომწოდებლებთან ურთიერთობა კატეგორიის მენეჯერის მიერ შეთანხმებული პირობების დაცვით, კომპანიის ინტერესებისა და ეთიკის ნორმების გათვალისწინებით;
** პროდუქციის სპეციფიკურობისა და ობიექტების გამტარუნარიანობის გათვალისწინებით კონკრეტულ საანგარიშო პერიოდზე შესყიდვების გეგმის შემუშავება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** დაგეგმილი შესყიდვების ზუსტი განხორციელება;
** შექმნილ პრობლემურ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** მომწოდებლებთან და კომპანიის ლოგისტიკის დეპარტამენტთან ურთიერთობა დაგეგმილი შეკვეთების დროულად მიწოდების თაობაზე.

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ზედმიწევნით ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** განვითარებული ანალიტიკური უნარებით
** გამართული წერითი და ვერბალური უნარებით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი