Jobs.GE



დასახელება: ფინანსური მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: ელთ კომპანი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ

საფინანსო ორგანიზაცია "ელთ კომპანი" 15 წლიანი გამოცდილებით გასცემს სალომბარდე, იპოთეკურ და ავტო სესხებს, ასევე თავაზობს მომხმარებელს სწრაფ ფულად გზავნილებს, ამ სერვისებს წარმატებით ანხორციელებს ორგანიზაციის 200-ზე მეტი თანამშრომელი კომპანიის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით და ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.

ინფორმაცია დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე, მიჰყევით ბმულს - http://eltcompany.ge/

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ოპერაციების, ბიუჯეტისა და მოგების დაგეგმვა და კონტროლი
** მარაგების, ნაშთებისა და შესყიდვების კონტროლი
** გაყიდვების დაგეგმვა და კონტროლი შესაბამის სამსახურებთან
** დებიტორ-კრედიტორების ნაშთების მონიტორინგი და მართვა შესაბამის სამსახურებთან ერთად
** საბანკო და სხვა ვალდებულებების მართვა
** ფინანსური ანგარიშგებების წარმოება (ფინანსური მოგება, ზარალის ანალიზი)
** ეროვნულ ბანკთან ანგარიშგებების მომზადება და ჩაბარება
** აუდიტის შერჩევა და მოწვევა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ტექნიკური, ეკონომიკური და/ან საფინანსო განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი ფინანსური განხრით.
** ფინანსური მენეჯმენტის ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება კომერციული ან საფინანსო ანალიტიკური განხრით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე ( MS Office პროგრამები, Excel);
** საქართველოს და საერთაშორისო ფინანსური სტანდარტებისა და საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-12 თვიანი გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ნორმალურ ფოტოსურათთან ერთად საფინანსო ორგანიზაცია ელთ კომპანის" წარმომადგენლების ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: anna.jioshvili@eltcompany.ge ან veriko.abuladze@eltcompany.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - ფინანსური მენეჯერი - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი