Jobs.GE



დასახელება: PR და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: იფქლი დიღომი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ

პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "იფქლი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას PR და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგის ჩამოყალიბება;
** სავაჭრო ობიექტებისათვის სააქციო აქტივობებისა და მარკეტინგული ღონისძიებების გეგმის შედგენა, ბიუჯეტირება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** ბაზრის, კონკურენტის და სხვა მარკეტინგული კვლევების წარმოება;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების დაგეგმვა/განხორციელება;
** მარკეტინგული აქტივობის მიმდინარეობის მონიტორინგი;
** ახალი პროდუქტების კონცეფციის, მათი დანერგვის და მომხმარებლისთვის მიწოდების სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის ვებგვერდის და ოფიციალური სოციალური ქსელის მართვა;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის სფეროში;
** მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სადიზაინერო/გრაფიკული პროგრამების: Adobe Photoshop ან Adobe Illustrator ან Corel Draw ცოდნა სასურველია.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** კრეატიული აზროვნება და მიდგომა;
** ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ipklihr@gmail.com და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი