Jobs.GE



დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ჯესკო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ

შპს "ჯესკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ასაკი: 23-55

ძირითადი მოვალეობები:

** კომპიუტერულ გრაფიკულ პროგრამებში სხვა და სხვა სახის გრაფიკული მასალის მომზადება ბეჭდვითი და სოციალური ქსელებში გამოყენებისათვის;
** სერვისების და პროდუქტების გრაფიკული დიზაინის შექმნა და არსებულის გაუმჯობესება;
** ახალი პროდუქტების შეფუთვა და შეთავაზება;
** შექმნილი პროდუქციის სოციალურ ქსელებში განთავსება;
** პოლიგრაფიებთან მუშაობა და დაბეჭდილი მასალების ლოჯისტიკა;
** აღნიშნული სამუშაოების, კომპანიის სხვადასხვა მიმართულებებისთვის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი გრაფიკულ-დიზაინერული კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელი უნარები სოციალური ქსელებში ზემოაღნიშნული აქტივობების წარსამართად;
** დიზაინისა და გრაფიკული მასალის შექმნის კვალიფიკაცია და უნარი;
** სასურველია ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინის, შესაბამისი პროგრამებით, შექმნის კვალიფიკაცია;
** სიახლის შესწავლის უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** მიზანდასახულობა;
** პრიორიტეტების და ამოცანების დასახვის უნარი;
** საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული შეთანხმებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ 2018 წლის 2 მარტამდე გამოგვიგზავნოთ, თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ghs.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გრაფიკული დიზაინერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი