Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ

სასტუმრო "ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ასაკი: 23-45

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს მომსახურეობების შეფუთვა და პოტენციურ იურიდიულ და კერძო პირებზე შეთავაზება;
** არსებული სერვის პროდუქტების განახლება და გაუმჯობესება;
** ახალი პროდუქტების შემუშავება, შეფუთვა და შეთავაზება;
** კონკურენტული ინფორმაციის შესწავლა და ანალიზი;
** ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობის გზებისა და პირობების მოძიება;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა და კონსულტაცია;
** სოციალური ქსელების გვერდებზე აქტივობა და პროდუქტების განთავსება;
** საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან, ადგილობრივ და უცხოელ ტუროპერატორებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, პროდუქტის შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** აუცილებლად რუსული, ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა (წერა, მეტყველება);
** გამართული მეტყველება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და ინტერნეტის მოხმარების სრულყოფილი ცოდნა, მათ შორის: PowerPoint, Excel, Word, Outlook etc,
** აუცილებელი უნარები სოციალური ქსელებში ზემოაღნიშნული აქტივობების წარსამართად;
** სიახლის შესწავლის უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** მიზანდასახულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების და ამოცანების დასახვის უნარი;
** საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსური სისტემა;

2. სასტუმროს გაყიდვების აგენტი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული ან არასრული
ასაკი: 23-45

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს მომსახურეობების არსებული პაკეტების პოტენციურ იურიდიულ და კერძო პირებზე შეთავაზება;
** არსებული სერვის პროდუქტების განახლება - გაუმჯობესების პროცესში მონაწილება;
** ახალი პროდუქტების შემუშავება-შეფუთვაში მონაწილეობის მიღება და კლიენტისთვის შეთავაზება;
** კონკურენტული ინფორმაციის შესწავლა;
** ბაზრის შესწავლა;
** სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობის გზებისა და პირობების მოძიება;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა და კონსულტაცია;
** კორპორატიულ კლიენტებთან პროდუქტის შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტი ან უმაღლესი განათლება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია (წერა, მეტყველება);
** გამართული მეტყველება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და ინტერნეტის სრულყოფილი ცოდნა მათ შორის : PowerPoint, Excel, Word, Outlook etc,
** სოციალური ქსელებში მუშაობის უნარი;
** სიახლის შესწავლის უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** მიზანდასახულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების და ამოცანების დასახვის უნარი;
** საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსური სისტემა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2018 წლის 2 მარტამდე გამოგვიგზავნოთ, თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ghs.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სასტუმროს გაყიდვების აგენტი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი