Jobs.GE



დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 6 თებ / განახლდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის ტერიტორიაზე დასუფთავების უზრუნველყოფა;
** სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

ანაზღაურება: 450 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:30-დან 18:30 საათამდე.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - 266 71 61 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დიასახლისი".

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი