Jobs.GE



დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის ექსპერტი
მომწოდებელი: ემ.კოლექტორი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ

შპს "ემ.კოლექტორი" სტუდენტებისთვის და არამხოლოდ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: პრობლემური აქტივების მართვის ექსპერტი.

შენ შეგიძლია გახდე მზარდი კომპანიის მხიარული და მეგობრული გუნდის წევრი, აქ მუშაობით მიიღებ საქმიან გარემოს, კომფორტულ სამუშაო პირობებს, თანამშრომლების მოტივაციის სტიმულირების პოლიტიკასა და რეალური კარიერული წინსვლის შესაძლებლობას, ასევე აქ ისწავლი ადამიანებთან ურთიერთობას და სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლის უნარ-ჩვევებს.

ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: ნახევარი (09:30 - 15:00; 15:00 - 20:00)

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების პორტფელის მართვა;
** პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკება, მოლაპარაკების ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში გადახდის ინდივიდუალური გრაფიკის შედგენა და მისი კონტროლი;

მოთხოვნები:

მთავარი და ყველაზე დიდი მოთხოვნა: პასუხისმგებლობის გრძნობა!

სხვა დანარჩენი კი სტანდარტულად:

** სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
** აუცილებელია ქართული, ხოლო სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართულად და დამაჯერებლად მეტყველების და მოლაპარაკების უნარი.

ანაზღაურება: ძლიან მაღალი ბონუსური სისტემა, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mail@mcollector.ge და "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი