Jobs.GE



დასახელება: ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** საქალაქთაშორისო, მაგისტრალური ოპტიკური ქსელის მოწყობა;
** დაზიანებული ბოჭკოვანი კაბელის(წვერების) მოძებნა (მონაკვეთის დაზუსტება);
** ოპტიკურ ქსელში არსებული პრობლემის აღმოფხვრა;
** ოპტიკურ ქსელში პრობლემის აღმოფხვრის შემდგომი გადამოწმება შესაბამის რგოლთან;
** სამუშაოს დასრულების შემდგომ გახარჯული მასალების აღრიცხვა;
** ოპტიკური ქსელის აღრიცხვისთვის, შესრულებული სამუშაოს შესაბამის აქტში (განწესი)დაფიქსირება;
** საჭიროების შემთხვევაში მორიგეობა, მორიგეობის დროს საჭირო მასალის მომარაგება, შესრულებული სამუშაოს შესახებ სატელეფონო ზარის მეშვეობით უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესაბამისი ხელსაწყოებით შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შედუღება(გადაბმა);
** სატელეკომუნიკაციო ჭაში ტექნიკური სამუშაოების შესრულება (შედუღება, კაბელის გადმოქაჩვა, კაბელის მოძებნა);
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

** ტექნიკურ სფეროში განათლება;
** მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა/ გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სასურველია ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოების, ბოჭკოს მზომელი მოწყობილობების ნორმების შესაბამისად გამოყენების/შემდგომი გამოყენებისათვის გამართულ მდგომარეობაში შენახვის გამოცდილება;

შერჩევის ეტაპები:

1. გასაუბრება
2. ტრენინგი/სტაჟირება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი