Jobs.GE



დასახელება: ოპტიკური ქსელის სპეციალისტი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის მომსახურების ჯგუფის დაზიანების აღმოფხვრის ქვეჯგუფში ოპტიკური ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** მოწყობილობების გამართვა/მონტაჟი;
** მიწოდებული სერვისის გადამოწმება/ინსტრუქტაჟი;
** აბონენტთან არსებული პრობლემის, დაზიანების აღმოფხვრა;
** ოპერატორისთვის შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაციის მიწოდება, სპეც. პროგარამაში შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად;
** აბონენტთან გაწეული მომსახურების შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** სამუშაო საათების დამთავრების შემდგომ შესრულებული სამუშაოს თაობაზე ოპერატორის ინფორმირება;
** შესრულებული განაცხადების დოკუმენტაციის გადაცემა ჯგუფის უფროსზე;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, ოპტიკური ქსელის სპეციალისტის სამსახურეობრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში არასამუშაო საათებში, კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

** ტექნიკური განათლება (სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
** აუცილებელია ა/მანქანის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი ამტომობილის ფლობა;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: resume@servicenetgroup.ge 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი