Jobs.GE



დასახელება: აკადემიური თანამდებობები - ჯანდაცვა
მომწოდებელი: ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 19 მარ

შპს "ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი", მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, აცხადებს ღია კონკურსს ჯანდაცვის მიმართულებით პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსი ცხადდება შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მედიცინის დარგში/სპეციალიზაციით:

** ანატომია - 1 ვაკანსია;
** სამედიცინო ფიზიოლოგია - 1 ვაკანსია;
** საზოგადოებრივი ჯანდაცვა - 1 ვაკანსია;
** კარდიოლოგია - 1 ვაკანსია;
** ნევროლოგია - 1 ვაკანსია;
** პედიატრია - 1 ვაკანსია;
** ფსიქიატრია - 1 ვაკანსია;
** ქირურგია - 1 ვაკანსია.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მედიცინის დარგში/ სპეციალიზაციით:

** ანატომია - 1 ვაკანსია;
** სამედიცინო ფიზიოლოგია - 1 ვაკანსია;
** ფარმაკოლოგია - 1 ვაკანსია;
** პათოლოგია - 1 ვაკანსია;
** ჰისტოლოგია და ემბრიოლოგია - 1 ვაკანსია;
** სამედიცინო ბიოქიმია - 1 ვაკანსია;
** მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია - 1 ვაკანსია;
** სამედიცინო ფსიქოლოგია და ქცევათმეცნიერება - 1 ვაკანსია;
** კარდიოლოგია - 1 ვაკანსია;
** ნევროლოგია - 1 ვაკანსია;
** პედიატრია - 1 ვაკანსია;
** ფსიქიატრია - 1 ვაკანსია;
** ქირურგია - 1 ვაკანსია;
** მეან-გენეკოლოგია - 1 ვაკანსია;
** ანესთეზიოლოგია, რეანიმაცია და გადაუდებელი მედიცინა, კლინიკური ტოქსოლოგია - 1 ვაკანსია;
** ონკოლოგია - 1 ვაკანსია.
** ასისტენტ- პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მედიცინის დარგში/სპეციალიზაციით:
** ანატომია - 1 ვაკანსია;
** სამედიცინო ფიზიოლოგია - 1 ვაკანსია;
** ფარმაკოლოგია - 1 ვაკანსია;
** პათოლოგია - 1 ვაკანსია;
** ჰისტოლოგია და ემბრიოლოგია - 1 ვაკანსია;
** სამედიცინო ბიოქიმია - 1 ვაკანსია;
** მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია - 1 ვაკანსია;
** ზოგადი ჰიგიენა - 1 ვაკანსია;
** კარდიოლოგია - 1 ვაკანსია;
** ნევროლოგია - 1 ვაკანსია;
** პედიატრია - 1 ვაკანსია;
** ფსიქიატრია - 1 ვაკანსია;
** რენტგენოლოგია, სამედიცინო რადიოლოგია, სხივური დიაგნოსტიკა - 1 ვაკანსია;
** ქირურგია - 1 ვაკანსია;
** ანესთეზიოლოგია, რეანიმაცია და გადაუდებელი მედიცინა, კლინიკური ტოქსოლოგია - 1 ვაკანსია;
** კანისა და ვენ-სნეულებანი - 1 ვაკანსია;
** ონკოლოგია - 1 ვაკანსია.

კონკურსში მონაწილე პირმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიასთან შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.

საკონკურსო კრიტერიუმები სამეცნიერო ნიშნით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

1. პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:

** დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
** არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო ვაკანსიის შესაბამისი სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში (ავტორობა ან თანაავტორობა);
** პროგრამის შექმნისა და განსახორციელებელი სასწავლო კომპონენტების ხედვა/სილაბუსების შემუშავების გამოცდილება;
** პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი (არანაკლებ B2 დონეზე) ინგლისური ენის ცოდნა;
** არანაკლებ ხუთწლიანი კლინიკური მუშაობის გამოცდილება (კლინიკური სასწავლო კომპონენტებისთვის).

2. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:

** დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
** არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო ვაკანსიის შესაბამისი სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში (ავტორობა ან თანაავტორობა);
** განსახორციელებელი სასწავლო კომპონენტების ხედვა/სილაბუსების შემუშავების გამოცდილება;
** პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი (არანაკლებ B2 დონეზე) ინგლისური ენის ცოდნა;
** არანაკლებ ხუთწლიანი კლინიკური მუშაობის გამოცდილება (კლინიკური სასწავლო კომპონენტებისთვის)

3. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:

** დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
** ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო ვაკანსიის შესაბამისი სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში (ავტორობა ან თანაავტორობა);
** განსახორციელებელი სასწავლო კომპონენტების ხედვა/სილაბუსების შემუშავების გამოცდილება;
** პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი (არანაკლებ B2 დონეზე) ინგლისური ენის ცოდნა;
** არანაკლებ ხუთწლიანი კლინიკური მუშაობის გამოცდილება (კლინიკური სასწავლო კომპონენტებისთვის).

საკონკურსო კრიტერიუმები პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

1. პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:

** დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
** არანაკლებ 8 წლის მუშაობის გამოცდილება მედიცინის დარგში, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამისი პრაქტიკული მოღვაწეობა;
** ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო ვაკანსიის შესაბამისი არანაკლებ 5 სამეცნიერო პუბლიკაცია წამყვან ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში (ავტორობა ან თანაავტორობა) ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგოგიური საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
** პროგრამის შექმნისა და განსახორციელებელი სასწავლო კომპონენტების ხედვა/სილაბუსების შემუშავების გამოცდილება;
** პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი (არანაკლებ B2 დონეზე) ინგლისური ენის ცოდნა.

2. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:

** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება მედიცინის დარგში, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამისი პრაქტიკული მოღვაწეობა;
** ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო ვაკანსიის შესაბამისი არანაკლებ 3 სამეცნიერო პუბლიკაცია წამყვან ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში (ავტორობა ან თანაავტორობა) ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** განსახორციელებელი სასწავლო კომპონენტების ხედვა/სილაბუსების შემუშავების გამოცდილება;
** პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი (არანაკლებ B2 დონეზე) ინგლისური ენის ცოდნა.

3. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:

** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება მედიცინის დარგში, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამისი პრაქტიკული მოღვაწეობა;
** ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო ვაკანსიის შესაბამისი არანაკლებ 2 სამეცნიერო პუბლიკაცია წამყვან ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში (ავტორობა ან თანაავტორობა) ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგოგიური საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** განსახორციელებელი სასწავლო კომპონენტების ხედვა/სილაბუსების შემუშავების გამოცდილება;
** პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი (არანაკლებ B2 დონეზე) ინგლისური ენის ცოდნა.

საკონკურსო არასავალდებულო დამატებითი კრიტერიუმები აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

** ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
** ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
** სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
** პროფესიული განვითარების სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა.
** კონკურსში მონაწილეობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტები:
** დადგენილი ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა;

ანკეტაში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დედანი და ასლი;
2. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლება/ხარისხი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით);
3. სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
შესაბამისი დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული;
4. ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/სტატიების ნუსხა, შესაბამისი დაწესებულების კომპეტენტური პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული, სხვა შემთხვევაში - პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა და სტატიის ამონარიდის დართვით;
5. პროფესიული მუშაობის (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (ცნობა /შრომის წიგნაკი და სხვ.);
6. განსახორციელებელი სასწავლო კომპონენტების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი) და პროგრამის განხორციელების ხედვა (აღწერა - მხოლოდ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად);
7. ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და მიღებული ინგლისურენოვანი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან სხვ.) ან/და ცნობა ავტორიზებულ უსდ-ში არანაკლებ 2 სემესტრის განმავლობაში ინგლისურ ენაზე ჩატარებული ლექციების შესახებ);
8. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
9. ერთი ფოტო 3X4;
10. საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი და კლინიკური მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი (კლინიკური დისციპლინების პროფესორებისთვის);
11. საკონკურსო დამატებითი კრიტერიუმების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სურვილის შემთხვევაში).

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით.

კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი განცხადების და ანკეტის ფორმები იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.geu.edu.ge

ღია კონკურსში გამარჯვებული აკადემიურ თანამდებობაზე დაინიშნება ამავე პირის წერილობითი თანხმობის გათვალისწინებით - ავტორიზაცია/ აკრედიტაციის მიზნებისთვის ჩაითვალოს შპს "ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის" აკადემიურ პერსონალად /აფილირებულ აკადემიურ პერსონალად. აკადემიურ თანამდებობაზე დანიშნული პირის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

კონკურსის ვადები:

1. კონკურსი ცხადდება 2018 წლის 06 თებერვლიდან;
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 09 მარტიდან 2018 წლის 19 მარტის ჩათვლით.
3. კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა ჩატარდება 2018 წლის 20 მარტს.
4. კონკურსის მეორე ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში - ჩატარდება 2018 წლის 22 მარტს;
5. კონკურსის მესამე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 26 მარტს;
6. კონკურსგავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2018 წლის 27 მარტს;
7. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2018 წლის 29 აპრილის ჩათვლით.
8. სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2018 წლის 30 აპრილს;
9. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 02 აპრილს.

საკონტაქტო პირი: ხათუნა გაბიცინაშვილი
ტელ: 599 15 96 91
ელ-ფოსტა: xatuna@geu.edu.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი