Jobs.GE



დასახელება: ბიზნეს სესხების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 23 თებ

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების განყოფილების უფროსის პოზიციაზე, თბილისში, სათაო ოფისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე. კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღეს-დღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში, 9 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნეს სესხების მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება, კოორდინაცია და კონტროლი წლიური გეგმების შესრულებასთან დაკავშირებით (პროდუქტების და სერვის ცენტრების ჭრილში);
** საკრედიტო პროდუქტების შექმნა, მოდერნიზება და განვითარება. (პროდუქტის ჭრილში, პროგრამულ ჭრილში);
** სერვის ცენტრებში გაყიდვების სისტემის ორგანიზება, ეფექტურობის შეფასება და ხელმძღვანელობა;
** სერვის ცენტრების დაკომპლექტება ბიზნეს სესხების თანამშრომელთა მიმართულებით;
** HR განყოფილებასთან ერთად თანამშრომელთა შეფასების სისტემის შექმნა და შედგომში მათი პერმანენტულად განხორციელება (და კონტროლი);
** ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა, ტრენინგების დაგეგმარება და სწავლება;
** HR განყოფილებასთან ერთად რეკრუტინგის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

ყოველდღიური მოვალეობები:

** ყოველდღიური ზედამხედველობა და კოორდინაცია ს/ც-ში საკრედიტო მიმართულების ჯგუფზე;
** დაკრედიტების ექსპერტების და ჯგუფის ხელმძღვანელების მუშაობის ხარისხის ყოველდღიური შემოწმება;
** ბიზნეს საკრედიტო პორტფელის ყოველდღიური მონიტორინგი: გაყიდვების, პორტფელის ზრდის, დაფარვების, დაბანდების მაჩვენებლების, დახურული სესხების და სხვა მიმართულებით;
** ბიზნეს სესხების განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი და ანგარიშგება;
** საკრედიტო გეგმების შესრულება;
** საჭიროებისამებრ სხვა უფლებამოსილებების შეთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი) შემდეგ სფეროში: ეკონომიკა, ფინანსები ან ბიზნესის ადმინისტრირება;
** საფინანსო ან საბანკო სექტორში მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია საბანკო პროგრამების LMS ცოდნა და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა - "Microsoft Excel".

სხვა ცოდნა-უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ფოტოსურათით ან LinkedIn-ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 თებერვლის 17:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი