Jobs.GE



დასახელება: ტრანსპორტის კონტროლის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 23 თებ

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის კონტროლის მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC00073
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ტრანსპორტის მართვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი; სფერო: ტრანსპორტის მართვა.
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო.

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა.

დამატებითი მოთხოვნა: B კატეგორიის მართვის მოწმობა.

სამუშაოს აღწერა:

** ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე ზედამხედველობა;
** გენერატორებისა და ავტო-მტვირთავების ზეთის შეცვლის კონტროლი;
** საწვავების განაწილება ბარათებზე ავტომანქანების მიხედვით;
** ავტომანქანების სითი-პარკის და ტექდათვალიერების ვადების კონტროლი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/73

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 23 თებერვალი, 2018 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი