Jobs.GE



დასახელება: ტენდერი მწერისგან დამცავი ბადეების შესყიდვა-მონტაჟზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 5 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
თანდართული ფაილი: 165361-sos-tender.zip

"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს მწერისგან დამცავი ბადეების შესყიდვა-მონტაჟის თაობაზე.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს კომპანიებს პროექტის თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამაში არსებული შენობებისთვის მწერებისგან დამცავი ბადეების შესყიდვა-მონტაჟთან დაკავშირებით ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. სატენდერო დოკუმენტაცია შედგება მოსალოდნელი სამუშაოთა ჩამონათვალისაგან. სამუშაოთა ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ჩასატარებელ სამუშაოთა რაოდენობა დადგინდება შემსრულებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი მუშაობით.

ტექნიკური დავალება გულისხმობს შემდეგ სამუშაოებს: მწერებისგან დამცავი ბადეების შესყიდვა-მონტაჟი (262 მ2).

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით).
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
** ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით) შესაბამისი 3 რეკომენდაციით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალით;
** შევსებული უწყისი - ხარჯთაღრიცხვა (ხარჯთაღრიცხვა უნდა მომზადდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაინტერესებული კომპანია წინასწარ დაათვალიერებს შენობა-ნაგებობას, რომელიც საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას

თანხის გადახდის პირობები: წინასწარი გადახდის მოთხოვნის შემთხვევში (კონტრაქტის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა) კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.

მომსახურების გაწევის ვადები: 2018 წლის 15 თებერვლიდან-28 თებერვლის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: თბილისის SOS ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 მ/რ , ავთო ვარაზის ქ.N40

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "მწერებისგან დამცავი ბადეების შესყიდვა-მონტაჟი", ისე კომპანიის სახელწოდება.

კონვერტში ხელმისწვადომი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსიაც CD-ზე ჩაწერილი.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2018 წლის 14 თებერვალი 14:00სთ.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: თბილისის SOS ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 მ/რ , ავთო ვარაზის ქ.N40.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: maiko.gongadze@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი