Jobs.GE



დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 5 თებ / ბოლო ვადა: 19 თებ

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს საწყობის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდული მასალების დასაწყობება და აღრიცხვა;
** მასალების გაცემის პროცედურის დაცვა;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია სასაწყობე ან საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტად აზროვნების უნარი;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19 თებერვალი, 2018 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/sawyobis-specialisti-tbilisi3.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი