Jobs.GE



დასახელება: იდეების კონკურსი ახალგაზრდებისთვის
მომწოდებელი: ორბელიანი საქართველო
გამოქვეყნდა: 5 თებ / განახლდა: 5 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ

როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ? როგორ შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობის უნარების და პოტენციალის გამოყენება საერთო პრობლემის გადასაჭრელად?

ორგანიზაცია "ორბელიანი", შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს იდეების კონკურსის მორიგ რაუნდს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (35 წლამდე), გარემოსდაცვითი და სოციალური ცვლილებების მიმართულებით.

თუ ხარ აქტიური, გაღელვებს შენი თემის, სოფლის ან საზოგადოების პრობლემები, გაგვიზიარე მათი გადაჭრის გზები. გაქვს იდეები, თუ როგორ შეიძლება:

** ოჯახური ძალადობის, ნაადრევი ქორწინების პრევენცია/შემცირება;
** ინტერნეტის და ტექნოლოგიების გამოყენებით განათლების ხარისხის ამაღლება;
** ახალგაზრდების ჩართვა ადგილობრივი განვითარების პროცესებში;
** პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
** დასაქმების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
** ეთნიკური უმცირესობებისთვის ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვა;
** ხელოვნების და კულტურის გამოყენება სოციალური ცვლილებებისთვის;
** თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება ადგილობრივ ხელისუფლებასთან;
** თემისთვის მნიშვნელოვანი სხვა რომელიმე პრობლემის მოგვარება ახლებური, ინოვაციური გზით.

გარემოსდაცვითი კონკურსის იდეების თემატიკა:

** საზოგადობის ცნობიერების ამაღლება კლიმატური ცვლილებების ზემოქმედების შესახებ;
** საზოგადობის ცნობიერების ამაღლება განახლებადი ენერგიის წყაროების, ენერგიის მოხმარების შემცირების გზებსა და ენერგო ეფექტურ ტექნოლოგიებზე;
** ნარჩენების მართვის გაუმჯობესება;
** ადვოკატირების და ცნობიერების ამაღლების კამპანიები სხვა ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ლოკალური კონტექსტის გათვალისწინებით (მაგ. მდინარეების და ხევების დაბინძურება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში);
** გამწვანება და ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება.

არ გაქვს პროექტის წერის გამოცდილება ან არასდროს მიგიღია მონაწილეობა მსგავს კონკურსში? გადადგი პირველი ნაბიჯი - ჩვენთვის მთავარია კარგი იდეა, კრეატიულობა და შენი ენერგია! შეავსე მარტივი აპლიკაცია ინტერნეტ პლატფორმის (https://app.orbeliani.net) მეშვეობით. წარმოდგენილ განაცხადს გარე მიმომხილველები შეაფასებენ, რაც თქვენი ინიციატივის ობიექტურ შეფასებას უზრუნველყოფს.

რას მიიღებთ?

გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებულ გუნდს:

** გადაეცემა იდეის განხორციელებისთვის საჭირო ნივთი/ნივთები და/ან საჭირო სერვისის ხარჯი აუნაზღაურდება;
** ექნება შესაძლებლობა, მიიღოს გამოცდილება, დახვეწოს იდეა, მიიღო პროფესონალებისგან რჩევა;
** შეეძლება დაუკავშირდეს "ორბელიანის" მოხალისეთა ქსელს, მიიღოს რჩევები, ჩაერთოს მათ საქმიანობაში, მიიღოს მონაწილეობა კონკურსებში და გახდეს დიდი მოძრაობის ნაწილი სასიკეთო ცვლილებებისთვის;
** შეეძლება გახდეს პოპულარული, წარმოაჩინოს საკუთარი იდეა და შესაძლებლობები ფართო ასპარეზზე.

იდეების შემოტანის ბოლო ვადაა 25 თებერვალი, 2018 წ.

გამარჯვებულები გამოცხადდებიან 15 მარტს და დაფინანსდება სულ მცირე 20 ინიციატივა.

იდეა მოხალისეობრივ საწყისებზე უნდა განხორციელდეს. "ორბელიანი" არ ანაზღაურებს იდეის ავტორის და ჩართული პირების მიერ გაწეულ სამუშაოს ხელფასის ან ჰონორარის სახით.

პლატფორმაზე მხოლოდ გამარჯვებული იდეები გამოქვეყნდება, რომელსაც, მეტი გამჭვირვალობისთვის, თან ერთვის განხორციელებული იდეისთვის შესყიდული ნივთების ჩამონათვალი. გარდა ამისა, იდეის ავტორი რეგულარულად ახდენს საზოგადოების ინფორმირებას პროექტის მიმდინარეობის შესახებ საკუთარ გვერდზე ფოტოების და ისტორიების გაზიარებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინიციატივის მსვლელობას თვალი ადევნოს და აზრი გამოხატოს, რაც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და იდეის პოპულარიზაციას.

განცხადებების მიღება დაიწყო. ამ ეტაპზე განაცხადის ფორმა ინგლისურადაა წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ქართულ ენაზე შემოტანილი იდეებიც.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით. მოგვძებნეთ: https://www.facebook.com/OrbelianiGeorgia/

დაფინანსებული იდეების სანახავად და განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს პლატფორმას: https://app.orbeliani.net

კითხვებისთვის დაუკავშირდით ნინო გიორგაძეს, პროგრამის კოორდინატორს: nino@orbeliani.net ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით.

იდეების კონკურსი მიმდინარეობს პროგრამა "მოხალისეობის განვითარება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი