Jobs.GE



დასახელება: მერჩენდაიზერი - ბათუმი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 3 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე ქ. თბილისში. ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

თანამდებობა: მერჩენდაიზერი
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ვალდებულებები:

** სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება;
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** საწყობიდან პროდუქციის დროულად გამოტანა და თაროებზე განთავსება;
** მაღაზიაში ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთის და ვადების მონიტორინგი;
** შეკვეთის განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
** პრომო კამპანიებთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება (სტენდების, კუნძულების მომზადება);
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა;
** პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;
** მომხმარებლთან ურთიერთობა და დახმარების გაწევა;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** რეპორტინგი.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი