Jobs.GE



დასახელება: შესყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 3 თებ / ბოლო ვადა: 19 თებ

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC00072
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 19.02.2018
კატეგორია: შესყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

სამუშაოს აღწერა:

** პროდუქციის შეკვეთის საჭიროების დადგენა ფილიალებიდან და საწყობიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
** შეკვეთების დამუშავება;
** მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან გადახდის, მიწოდების პირობების, ფასების გაუმჯობესების თაობაზე;
** ფასთა გამოკითხვა და ტენდერების ჩატარება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/72



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი