Jobs.GE



დასახელება: სხვადასხვა - სამშენებლო სპეციალობები - პოლონეთი
მომწოდებელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 2 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ
თანდართული ფაილი: 165153-iom-app.zip

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთში. IOM ეხმარება შერჩეულ კანდიდატს დამსაქმებელთან დაკავშირებაში და სამუშაო ვიზის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (სავიზო მოსაკრებელი - 60 ევრო, სამოგზაურო-სამედიცინო დაზღვევა - 30 ლარი, სამგზავრო ბილეთი, ასევე თანხა ანგარიშზე) ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი. განცხადებაში ასახულია დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და IOM არ იღებს პასუხისმგებლობას მის შინაარსთან დაკავშირებით. დასაქმების დამატებითი დეტალები ზუსტდება დამსაქმებელთან გასაუბრებით.

ვაკანსია: სამშენებლო სპეციალობები (კალატოზი, მლესავი, მეფილე-მომპირკეთებელი, სანტექნიკოსი, ელექტროტექნიკოსი, დურგალი - სახურავის ოსტატი, მშენებლის დამხმარე); დამლაგებელი (ქალი); სამეწარმეო მუშები (საწარმოო ოპერატორები).

სამუშაო ადგილი: სამშენებლო სამუშაოები ძირითადად არის დოლნოსლასკის რეგიონში (პოლონეთი), მაგრამ ყოველი შეკვეთის (მშენებლობის პროექტის) დასრულების შემდეგ შეიძლება შეიცვალოს ამუშაო ადგილის მისამართი.

საწარმოში/ქარხანაში საწარმოო ოპერატორების სამუშაო ადგილია ქ. ვარშავა, პოლონეთი.

სამუშაოს აღწერა:

** სამშენებლო ხელოსნები: აშენება, კიბის აღდგენა, კიბის უჯრედის გაკეთება, შეღებვა, მცირე ელექტრო და ჰიდრავლიკური სამუშაოები, შენობის კედლების იზოლაცია (პენოპლასტის დაწებება, ბადე, მობათქაშება, შეღებვა/დეკორაცია, ხარაჩოს დადგმა და სხვ.);
** დურგალი - სახურავის ოსტატი: ბრტყელი და ციცაბო სახურავის აღდგენა (ძველი სახურავის მოხსნა და ახლის დამაგრება, ძველი სახურავის ფილების მოხსნა და ახლების მორგება, კერამიკის ახალი სახურავის მონტაჟი და სხვ.);
** დამლაგებელი (ქალი): ოფისების და კიბეების დასუფთავება;
** სამეწარმეო მუშები: პროდუქციის დახარისხება და მუყაოს ყუთებში ჩალაგება, სხვა დამხმარე ოპერაციები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კალატოზს, მლესავს, მეფილე-მომპირკეთებელს, სანტექნიკოსს (წყალსადენის ოსტატს), დურგალს - სახურავის ოსტატს, ელექტროტექნიკოსს მოეთხოვება სპეციალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, სერტიფიკატი) და სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი).
** ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნები: უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი. განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო და დასვენება: შეთანხმება მოხდება ზედამხედველთან ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე და ხელშეკრულების ხელმოწერამდე. A
** სამუშაო რეჟიმი: შეთანხმება მოხდება ზედამხედველთან ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე და ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
** დამატებითი სამუშაოსთვის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში): შეთანხმება მოხდება ზედამხედველთან ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე და ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
** გამოსაცდელი პერიოდი: არ არის გათვალისწინებული

ხელფასი:

** მშენებლობის ხელოსნები: 2500-3500 pzl (დაახ. 600 - 800 ევრო) ხელზე ასაღები.
** მშენებლის დამხმარე: 2000-2500 pzl (დაახ. 480 - 600 ევრო) ხელზე ასაღები.
** დამლაგებლები და სამეწარმეო მუშები: 1800-2500 pzl (დაახ. 430-600 ევრო) ხელზე ასაღები.

ხელფასის გადახდა:

** მშენებლები - შეკვეთის (სამშენებლო პროექტის) დასრულების შემდეგ ან ეტაპის დასრულების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა.
** თვეში ერთხელ - ყოველი თვის მეათე დღეს დამლაგებლებისა და ქარხნის/საწარმოს მუშებისთვის;

სამუშაო ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 6 თვე, შემდგომში გაგრძელების პერსპექტივით 1 წლამდე და მეტი ხანგრძლივობით.

სოციალური პირობები:

საცხოვრებლით უზრუნველყოფა: განცალკევებული სახლი, რომელიც შედგება 2-3 ოთახიანი ბინებისგან. საცხოვრებლის ღირებულებას (500 pzl - დაახ. 120 ევრო ერთი ადამიანისთვის) იხდის დამსაქმებელი. კონკრეტული პირობები ზუსტდება დამსაქმებელთან. კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა: გათვალისწინებულია - პირველადი ჯანდაცვის ექიმი და საავადმყოფოში მკურნალობა.

ზოგადი მოთხოვნები:

** უცხო ენა: ინგლისური, ან რუსული, ან პოლონური (საუბარი, კითხვა, წერა ელემენტარულ დონეზე).
** სქესსა და ასაკს არა აქვს მნიშვნელობა.

გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) ფოტოთი ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე (რეზიუმეს ფორმა იხ. აქ) გამოაგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს. სამშენებლო სპეციალობის ხელოსნებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ასევე დიპლომის ან სერტიფიკატის ასლი.

საკონტაქტო ინფორმაცია რეგიონების მიხედვით შემდეგია:

ქ. თბილისი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი: ელ ფოსტა: tantadze@iom.int
კახეთი: ელ ფოსტა: ldzamukashvi@iom.int
იმერეთი, რაჭა და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი: ელ ფოსტა: nkokhreidze@iom.int
აჭარა და გურია: ელ ფოსტა: ybajelidze@iom.int

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) იტოვებს უფლებას, დაუკავშირდეს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი