Jobs.GE



დასახელება: ვებ მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 2 თებ / ბოლო ვადა: 23 თებ

შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ვებ მარკეტინგის სპეციალისტის ვაკანსიას "ავერსის კლინიკა"-ს თბილისის ცენტრალურ ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები: ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის მართვა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით).
** უპირატესობა მიენიჭება ვებ მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას.
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (Word, Excel, PowerPoint).
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr_clinic@aversi.ge და ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ვებ მარკეტინგის სპეციალისტი" (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება), ან წარმოადგინეთ შემდეგი საბუთები:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;

მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 27ბ, ადამიანური რესურსების სამსახური, ოთახი 201.
ტელ: 2 399888, 2 391501 (5550)

კანდიდატურების მიღება იწარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 10.00 სთ-იდან 15.00 სთ-მდე.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 23 თებერვალი, 2018 წელი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი