Jobs.GE



დასახელება: სასტუმროთა ელექტრონული მართვის პროგრამა - OPERA PMS
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 1 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ

საქართველოს უნივერსიტეტი და ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი ერთობლივად სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში დასაქმების მსურველებს გთავაზობთ "საერთაშორისო ბრენდების სასტუმროთა ელექტრონული მართვის პროგრამა - OPERA PMS" შემსწავლელ მოკლევადიან სერტიფიცირებულ კურსს, რომელიც ფართოდ გამოიყენება მიღება-განთავსების, დაჯავშნის, გაყიდვების, დასუფთავებისა და სხვა დეპარტამენტების საქმიანობაში. OPERA PMS პროგრამის ცოდნა აუცილებელი პირობაა როგორ საქართველოს, ასევე უცხოეთის ნებისმიერი ბრენდის სასტუმროში დასაქმებისა.

კურსზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა

კურსის მიზანია:

მომზადდეს სასტუმრო მომსახურების შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც ექნება სასტუმროთა უმნიშვნელოვანეს რგოლში - მიღება-განთავსების სამსახურში საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა, უნარები და შემდგომი პროფესიული განვითარების საფუძველი.

კურსის თემატიკა:

** კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თეორიული და პრაქტიკული საკითხები:
** სასტუმრო მომსახურების პროცესი, ეტაპები, ტექნოლოგიური ციკლი;
** მიღება-განთავსების სამსახურის საქმიანობა;
** დაჯავშნის მომსახურება. დაჯავშნის გლობალური ელექტრონული სისტემები;
** ღამის აუდიტორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
** სანომრე ფონდის ექსპლუატაციის სამსახურის საქმიანობა;
** სტუმართან კომუნიკაცია, პრობლემური სიტუაციების მართვა;
** კვების მომსახურება სასტუმროში;
** სასტუმროს უსაფრთხოების დაცვა;
** სასტუმრო მომსახურების ხარისხის მართვა;
** სასტუმროს მარკეტინგული საქმიანობა;
** მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და მატერიალური მარაგების მართვა;
** საინჟინრო-საექსპლუატაციო სამსახურის საქმიანობა;
** დალაგების სამსახურის საქმიანობა.

თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაატარებენ სასტუმრო ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტები და სასტუმროთა ტრანსნაციონალური კორპორაციების წამყვანი მენეჯერები.
სწავლის მეთოდი: თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები კომპიუტერულ აუდიტორიაში, ქეის ტექნოლოგიები, სიტუაციური ამოცანები, ინდივიდუალური პროექტები.
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში 10 - 15.
კურსის ხანგრძლივობა - 2 თვე, კვირაში სამჯერ (ერთი თეორიული 2 სთ და ორი სამსაათიანი პრაქტიკული მეცადინეობა საქართველოს უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიაში).
კურსის ღირებულება - 590 ლარი

კურსზე დარეგისტრირების მსურველებმა შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა.

ან მოგვწერეთ მისამართზე: s.tsiramua@ug.edu.ge

აპლიკაციების მიღების ვადა 2 მარტამდე.

სწავლა დაიწყება 5 მარტს მსმენელებთან შეთანხმებული მოქნილი გრაფიკით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 591 992987 (პროფ. სერგო ცირამუა).
მისამართი: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, II სართ., ოთახი 205.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი